2. შიდა აუდიტი გულისხმობს სამინისტროს სისტემის ორგანოთა ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების, დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზნობრიობის, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლასა და ანალიზს, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმებას მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების განხორციელების პრევენციის ან/და მისი აღმოჩენის მიზნით სამსახური ატარებს ინსპექტირებას.
4. შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება განგრძელდეს სამ თვემდე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.05.2011
მუხლი 8. 1. სამსახური დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით
თავი III — შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. 1. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემგომში – ცენტრი) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების
- მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსებ
- მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
- მუხლი 5. 1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია:
- მუხლი 6. 1. სამსახური ვალდებულია:
- მუხლი 7. 1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათ
- მუხლი 9. 1. შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
- მუხლი 10. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
- მუხლი 11. 1. თითოეული შიდა აუდიტორული დავალებისათვის მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა
- მუხლი 12. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა
- მუხლი 13. 1. სამსახურის მიერ ინფორმაციის ან სხვა განმარტების მოთხოვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედება არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ, კონსტიტუციურ უფლებებსა და ინტერესებს
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1324373/muxli-8/