1. თითოეული შიდა აუდიტორული დავალებისათვის მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმებით.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს რისკის შეფასების საფუძველზე ადგენს სამსახურის უფროსი მინისტრთან და ცენტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს მიზნებიდან, მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს.
4. თუ შიდა აუდიტორული დავალება დაკავშირებულია უწყებათაშორის პროგრამასთან ან პროექტთან, შიდა აუდიტის წლიური გეგმა ასევე კოორდინირებულ უნდა იქნეს იმ სამინისტროს შიდა აუდიტის წლიურ გეგმასთან, რომელიც ამ პროგრამაში ან პროექტში მონაწილეობს.
5. სამსახურის უფროსის წინადადებით, შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი ცენტრთან შეთანხმებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.05.2011
მუხლი 11
თავი III — შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11
- მუხლი 23
- მუხლი 13. მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბ
- მუხლი 4
- მუხლი 7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
- მუხლი 3. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011. გამოქვეყნება: სსმ, 119, 17/09/2010.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1324373/muxli-11/