2. სამსახური საქმიანობას წარმართავს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმებით.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს რისკის შეფასების საფუძველზე ადგენს სამსახურის უფროსი მინისტრთან და ცენტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს მიზნებიდან, მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ დავალებებს.
4. თუ შიდა აუდიტორული დავალება დაკავშირებულია უწყებათაშორის პროგრამასთან ან პროექტთან, შიდა აუდიტის წლიური გეგმა ასევე კოორდინირებულ უნდა იქნეს იმ სამინისტროს შიდა აუდიტის წლიურ გეგმასთან, რომელიც ამ პროგრამაში ან პროექტში მონაწილეობს.
5. სამსახურის უფროსის წინადადებით, შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი ცენტრთან შეთანხმებით