1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს დასაბუთებული.
2. შიდა აუდიტი/ინსპექტირება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის მიერ გაცემული შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, მიზანი, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.