2. სამსახურის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა.
3. სამსახურის მოთხოვნა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის/თანამშრომლის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას