ა) სამსახურის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;
გ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები სამინისტროში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვა.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება მინისტრს და ცენტრს.
3. სამსახური უფლებამოსილია მინისტრთან და ცენტრის უფროსთან შეთანხმებით ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოაქვეყნოს შიდა აუდიტორული დასკვნა, ანგარიში ან/და მოხსენება.
თავი IV. სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები (შიდა აუდიტორები