2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ამზადებს და მინისტრსა და ცენტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ე) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე იმ სამსახურში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს;
ზ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;
თ) პასუხისმგებელია სამსახურის შიდა აუდიტორებით უზრუნველყოფისათვის, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით;
ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციაზე;
კ) უზრუნველყოფს დოკუმენტაციის აკუმულირებას რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის გეგმების, აუდიტის ყველა ანგარიშისა და სამსახურის სხვა საქმიანობის შესახებ;
ლ) თანამშრომლობს ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრის თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
მ) ასრულებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
ნ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ო) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
პ) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოწმებას;
ჟ) მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს სისტემაში შემავალი და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებში შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ს) ხელს აწერს სამსახურის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას, ასევე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებების პასუხად სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ტ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
უ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ფ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ქ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ღ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ყ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს;
შ) წარუდგენს მინისტრს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი მინისტრის გადაწყვეტილებით.
4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2010
მუხლი 21. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი
თავი IV — სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები (შიდა აუდიტორები)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. 1. სამსახურის მოსამსახურე არ მონაწილეობს სამსახურში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელებაში, თუ არსებობს “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
- მუხლი 15. 1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტადარტების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შედგეს შიდა აუდიტორული დასკვნა
- მუხლი 16. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგად დგება შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორ
- მუხლი 17. 1. სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება სამსახურში. აღნიშნული მასალების შენახვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამე
- მუხლი 19. 1. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშში, რომელსაც ამზადებს სამსახურის უფროსი, აისახება:
- მუხლი 20. 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- მუხლი 22. სამსახურის მოსამსახურე (მთავარი სპეციალისტი):
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003264/muxli-21/