ა) ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ე) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგების წინასწარ განხილვას;
ვ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ზ) იხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;
თ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი შიდა აუდიტის/ინსპექტირების შესახებ;
ი) აკონტროლებს შიდა აუდიტის/ინსპექტირების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ სამსახურის უფროსს მოახსენებს შედეგების შესახებ;
კ) ყოველკვარტალურად სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2010
მუხლი 22. სამსახურის მოსამსახურე (მთავარი სპეციალისტი):
თავი IV — სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები (შიდა აუდიტორები)
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. 1. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტადარტების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შედგეს შიდა აუდიტორული დასკვნა
- მუხლი 16. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგად დგება შიდა აუდიტორული ანგარიში, რომელშიც აისახება შემაჯამებელი რეზიუმე, შიდა აუდიტორული დავალების ამოცანები და მოქმედების სფერო, გამოვლენილი ფაქტები, შიდა აუდიტორ
- მუხლი 17. 1. სამსახურის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის/ინსპექტირების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება სამსახურში. აღნიშნული მასალების შენახვა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამე
- მუხლი 19. 1. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშში, რომელსაც ამზადებს სამსახურის უფროსი, აისახება:
- მუხლი 20. 1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევა სამსახურის უფროსი და სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- მუხლი 21. 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003264/muxli-22/