ზემოაღნიშნული დებულებები არ ზღუდავს ინტერნირებულთა უფლებას მიიღონ კოლექტიური დახმარების გზავნილები ინტერნირების ადგილზე ჩასვლამდე ან მათი გადაყვანის დროს. ისინი ასევე არ ზღუდავს მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა შესაძლებლობას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამგვარი გზავნილების გადაგზავნაზე, უზრუნველყონ მათი განაწილება მიმღებებს შორის ნებისმიერი იმ საშუალებით, რომელსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.
დანართი III
I – ბარათი ინტერნირების შესახებ
(ინტერნირების შესახებ ბარათის ზომა - 10X15სმ.)
II. დანართი III
წერილი
(საკორესპონდენციო ბარათის ზომა – 10X15სმ.)