მუხლი 6🔗
იმის უზრუნველსაყოფად, რომ ინტერნირებულებს შორის კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება რეგულარულად განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს ის საჭიროებები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ინტერნირებულთა ახალი ჯგუფების ჩამოსვლის შედეგად, ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შექმნან და შეინახონ კოლექტიური დახმარების ტვირთის საკმარისი მარაგი. ამ მიზნით მათ განკარგულებაში უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საწყობები; თითოეული საწყობი უნდა იყოს ორმაგი საკეტით დაცული, რომლის ერთ გასაღებს შეინახავს ინტერნირებულთა კომიტეტი, ხოლო მეორეს ინტერნირების ადგილის კომენდანტ