მუხლი 6🔗
ბანაკის სამხედრო ტყვეებისთვის კოლექტიური დახმარების რეგულარული გაცემის უზრუნველსაყოფად და სამხედრო ტყვეთა ახალი ნაკადების მიღებით გამოწვეული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს ნება ეძლევათ შექმნან და შეინახონ კოლექტიური დახმარების ტვირთების ადეკვატური მარაგი. ამ მიზნით მათ განკარგულებაში უნდა იყოს შესაბამისი საწყობები; თითოეული საწყობი უნდა იკეტებოდეს ორი საკეტით, რომელთაგან ერთ-ერთის გასაღები სამხედრო ტყვეების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე კი ბანაკის უფროს