მუხლი 2🔗

კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება უნდა განხორციელდეს დონორთა მითითებებისა და სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლების მიერ შედგენილი გეგმის შესაბამისად. თუმცა, სამედიცინო მასალების განაწილება სასურველია მოხდეს უფროს სამედიცინო ოფიცრებთან (ექიმებთან) შეთანხმებით; ამ უკანასკნელთ შეუძლიათ საავადმყოფოებსა და ლაზარეთებში უგულებელყონ აღნიშნული მითითებები, თუკი ამას მათი პაციენტების საჭიროებები მოითხოვს. ამგვარად დადგენილ ფარგლებში, დახმარების განაწილება ყოველთვის სამართლიანად უნდა განხორციელდე