მუხლი 11🔗
თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შერეული სამედიცინო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათი ვიზიტიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა ეცნობოს ტყვედ ამყვან სახელმწიფოს, მფარველ სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. შერეული სამედიცინო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას ასევე აცნობებს თითოეულ შემოწმებულ სამხედრო ტყვეს და, წინამდებარე კონვენციაზე დართული ნიმუშის მიხედვით, გასცემს შესაბამის მოწმობებს იმ პირებზე, რომელთა რეპატრიაციასაც უწევს რეკომენდაცია