მუხლი 13🔗

თუ იმ ქვეყანაში, სადაც აუცილებელია შერეული სამედიცინო კომისიის საქმიანობა, არ იმყოფება არცერთი ექიმი, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეა, ან თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია სხვა ქვეყანაში მცხოვრები ნეიტრალური ექიმების დანიშვნა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავად შექმნის სამედიცინო კომისიას, რომელიც შეასრულებს იმავე მოვალეობებს, რასაც შერეული სამედიცინო კომისია, წინამდებარე წესების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლების დებულებათა გათვალისწინები