მუხლი 8🔗
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები და, კერძოდ, ტყვედ ამყვანი სახელმწიფოები, შესაძლებლობის ფარგლებში და მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი წესების დაცვით, ნებას დართავენ თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებს შორის დახმარების კოლექტიური ტვირთების განაწილების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვებს. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ ფულადი სახსრების გადარიცხვას და სხვა ტექნიკური თუ ადმინისტრაციული ხასიათის ფინანსურ ღონისძიებებს, რომლებიც გატარებულია ასეთი შესყიდვების განსახორციელებლა