ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურდიული პირების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, ორგანიზაციებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებსა და მოსამსახურეებს/თანამშრომლებს რეკომენდაციით შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ;
დ) ჩაატაროს შიდა აუდიტი/ინსპექტირება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე;
ე) შიდა აუდიტის/ინსპექტირების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ვ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, დადგენილი წესით;
ზ) შიდა აუდიტის/ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები;
ი) წარმოებული შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
კ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს სამინისტროს სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
3. მინისტრმა უნდა უზრუნველყოს, შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის გარანტიები და ხელშეუხებლობა მის მიერ კანონის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის, შიდა აუდიტორული დასკვნის ან ანგარიშის მომზადების გამო.
4. მინისტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის ერთ თანამშრომელს მაინც ჰქონდეს დაშვება საიდუმლო ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან.
5. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
6. შიდა აუდიტის/ინსპექტირების პერიოდში სამსახურის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2010
მუხლი 5. 1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია:
თავი II — სამსახურის ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. ეს დებულება განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტუ
- მუხლი 2. 1. სამსახური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (შემგომში – ცენტრი) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების
- მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით სამინისტროს საქმიანობის სრულყოფა, ფინანსებ
- მუხლი 4. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
- მუხლი 6. 1. სამსახური ვალდებულია:
- მუხლი 7. 1. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათ
- მუხლი 8. 1. სამსახური დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარების მეშვეობით
- მუხლი 9. 1. შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს შემდეგი სახის:
- მუხლი 10. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
- მუხლი 11. 1. თითოეული შიდა აუდიტორული დავალებისათვის მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა
- მუხლი 12. 1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1003264/muxli-5/