1. შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების, შეწყვეტის, შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი მინისტრთან შეთანხმებით. შიდა აუდიტის/ინსპექტირების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იქნეს დასაბუთებული.
2. შიდა აუდიტი/ინსპექტირება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრის მიერ გაცემული შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე.
3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, მიზანი, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.05.2011
მუხლი 10
თავი III — შიდა აუდიტის/ინსპექტირების ჩატარების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011. გამოქვეყნება: სსმ, 119, 17/09/2010.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №219/ძ, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 220020040.33.041.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1324373/muxli-10/