1. მერიის თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს. მერიის თამნამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;
გ) მერის მოადგილის ბრძანება;
დ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.
2. მერიის საჯარო მოხელე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ბრძანება.
3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ან დისიცპლინური გადაცდომის აღსაკვეთად ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად, ზეპირად გამოცემული სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 (სამი) დღის ვადაში.
4. მერიის თანამდებობის პირთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან და შემდგომ სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
6. მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება სასამართლოში.
7. თუ მუნიციპალიტეტის მერის, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას –
მერის მიერ განსაზღვრული პირ