1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
2. მერიის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი იერარქია განისაზღვრება „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით და საშტატო ნუსხით.
3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი.
4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
5. მოხელის კონკურსის წესით დანიშვნის წესი და პირობები, ასევე სერტიფიცირების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი