1. მერიის საქმინობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტორიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული წესით.

2.მერიაში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

3. მერიის ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამსახური.

4. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი  ვიზირებულ უნდა იქნეს იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის საქმინობის სფეროსაც ეხება პროექტის შინაარსი და იურიდიული განყოფილების ხელძღვანელის მიერ. აგრეთვე, მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს დარგის ხელმძღვანელი მოადგილის მიერ.

5. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი აქტის პროექტით გათვალისწინებული საკითხები  შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას, მერიის მიერ გასაწევ ხარჯებს, ან/და შესყიდვების განხორციელებას, პროექტი ვიზირებულ უნდა იქნას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და შესყიდვების განყოფილების უფროსის მიერ.

6. მერიის თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილებათა მომზადების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, კომისიური მუშაობის და სხვა უფლებამოსილებათა განხორციელეების დროს ხელმძღვანელობენ შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მერისა და საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები