1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზურნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც უზურუნველყოფენ მერის და საკრებულოს დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს აქვს ქვედანაყოფები, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით.
3. მერია საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიალობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტრესების გათვალისწინების პრინციპების დაცვი