მუხლი 198. ზემოთ ჩამოთვლილი პირები ვალდებული არიან სამხედრო ნაწილის მეთაურს წარუდგინონ ბეჭდით დამოწმებული იმ უფროსების წერილობითი მიწერილობა, რომელთა მიერაც არიან დანიშნული ყარაულის შესამოწმებლად. ამ მიწერილობის საფუძველზე მათ ეძლევათ სამხედრო ნაწილის გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ყარაულის შემოწმების უფლების ერთჯერადი მოწმობა, რომელიც წარედგინება სამხედრო ნაწილის მორიგეს. მითითებულ ერთჯერად მოწმობას გასცემს სამხედრო ნაწილის მეთაური (დანართი №12). აღნიშნული პირები შემოწმებას ატარებენ სამხედრო ნაწილის მორიგის ან მისი თანაშემწის (თუ სამხედრო ნაწილის მორიგის თანაშემწეს ყარაული ემორჩილება) თანხლებით. მორიგე ამ პირებს უმოწმებს პირადობისა და ყარაულის შემოწმების უფლების ერთჯერად მოწმობას. თავისი სამხედრო ნაწილის ოფიცრებს შეუძლიათ სამხედრო ნაწილის მორიგის ან მისი თანაშემწის თანხლების გარეშეც შეამოწმონ ყარაული🔗