მუხლი 206. საყარაულო წესდებაში არ არის განსაზღვრული იმ გარე ყარაულების ფუნქცია-მოვალეობები, რომლებიც განლაგდებიან სამხედრო ბაზის გარეთ ან იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობო ოპერაცია ხორციელდება. მათ ზოგჯერ თავიანთი მოვალეობის შესრულება უხდებათ არა საყარაულო წესდების მიხედვით, არამედ გაწვრთნილობისა (გამოცდილების) და საკუთარი ინიციატივის შესაბამისად, თუმცა, ქვედანაყოფის უსაფრთხოების მიზნით, მათი მოქმედებები განისაზღვრება უფროსი მეთაურების მითითებებით🔗