1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურების მუსიკის მასწავლებლის სტანდარტსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სტანდარტს შორის (მუსიკა) განსხვავება მხოლოდ საგნის სწავლების მეთოდებში მდგომარეობს.
2. დაწყებითი საფეხურის მუსიკის მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება – პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა:
ა.ა) სიმღერა (რომელიმე ხმის პარტიის ცოდნა და სწავლება);
ა.ბ) ერთ ან რამდენიმე საკრავზე დაკვრა (აკომპანემენტი);
ა.გ) ცეკვის დადგმა, ილეთების ჩვენება;
ა.დ) გუნდის, ანსამბლის ხელმძღვანელობა (დირიჟორობა) (რეპერტუარის შერჩევა, სწავლება, შესრულება);
ა.ე) მუსიკასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზება (მუსიკალური სპექტაკლი, კონცერტი, მეჯლისი);
ა.ვ) იმპროვიზაცია (ხმით; მუსიკალურ საკრავზე დაკვრის, ცეკვის, ღონისძიების მსვლელობის დროს; ტექსტის შერჩევა მელოდიისათვის; მუსიკის შერჩევა პოეტური ტექსტისათვის);
ა.ზ) წარმოდგენის, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება (მუსიკალური რეჟისურა) (ჩანაწერით, ცოცხალი შესრულებით);
ა.თ) სანოტო სისტემის გამოყენება (სიმღერის, დაკვრის, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის, მუსიკის ჩაწერის, მელოდიის ძირითადი ფუნქციებით ჰარმონიზაციის დროს);
ა.ი) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები) და აპარატურის (მაგნიტოფონი, დიქტოფონი, ფოტო-, ვიდეო-, ტელეაპარატურა, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) გამოყენება (რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების, მუსიკალური კომპოზიციის შესრულების დროს; სხვადასხვა სახის ჩანაწერის დემონსტრაციისთვის, მიღწეული შემოქმედებითი შედეგის აუდიო, ვიდეო და ფოტო ფაილებით დასაფიქსირებლად, რესურსების მოსაძიებლად).
ბ) მიმართულება – კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
ბ.ა) კლასიკური მუსიკის ქრესტომათიული ნიმუშების ამოცნობა/ამ ნაწარმოებების მუსიკალურ-თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა ხერხით (სიმღერა, დაკვრა) და მათი ზოგადი დახასიათება (სახელწოდება, ავტორი, ეპოქა, ჟანრი, სტილი);
ბ.ბ) მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების სმენითი ანალიზი, დახასიათება (ეპოქა, ჟანრი, სტილი, ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები);
ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება; სხვადასხვა ინტერპრეტაციის შედარება;
ბ.დ) ქალაქის/რაიონის კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;
ბ.ე) მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება საუბრის დროს.
გ) მიმართულება – მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში:
გ.ა) სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა;
გ.ბ) ერთი და იმავე ეპოქის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება