დაწყებითი საფეხურის საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:
ა) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული დრო. ქრონოლოგიური ერთეულებისა (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენება, გეოქრონოლოგია – ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა, ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან დაკავშირება;
ბ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული სივრცე. საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ, ფიზიკურ და ისტორიულ რუკაზე ადგილის, მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა;
გ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული ინტერპრეტაცია. ისტორიული წარსულის ამსახველი სხვადასხვა საშუალების დასახელება და მათზე მსჯელობა (მაგ.: სახელმძღვანელოს ტექსტი და სხვა წერილობითი მასალა, ილუსტრაციები, ღია ბარათები, ფოტოები, კინოფილმები და სხვ.), ისტორიული წყაროების ტენდენციურობაზე მსჯელობა (ესმის, რომ სხვადასხვა წყარო ერთსა და იმავე მოვლენაზე ხშირად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის; ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა ამა თუ იმ კონკრეტული წყაროს ტენდენციურობა), სხვადასხვა ფორმატში მოცემული გეოგრაფიული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გასაგებ ფორმატში წარმოჩენა (მაგ.: რუკაზე მოცემული ინფორმაციის ცხრილის ან სქემის სახით გამოსახვა);
დ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული კვლევა. ისტორიულ და გეოგრაფიულ თემატიკაზე კითხვების დასმა და კითხვებზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა ისტორიული და გეოგრაფიული წყაროს საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მარტივი ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება;
ე) მიმართულება – კომუნიკაცია. ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე მსჯელობა და მათ შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა, ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე აღწერილობითი თემის დაწერა
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
თავი VIII — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების უნარ-ჩვევები
- მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
- მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
- მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-21/