1. მასწავლებლის მიერ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნისას (მოცულობის გადმოცემა, ექსპერიმენტის ჩატარება მასალით, ემოციის გადმოცემა სხვადასხვა მხატვრული ხერხის გამოყენებით და ა.შ.) განმსაზღვრელია ამ ხერხების ფლობის და არა ნამუშევრის შესრულების ხარისხი.
2. დაწყებითი საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/შრომითი სწავლების მასწავლებელს შეუძლია:
ა) მიმართულება – პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდების გამოხატვა ხელოვნებაში:
ა.ა) ნამუშევრის შექმნისას კომპოზიციური განაწილების პრინციპების (წონასწორობა, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი, მასშტაბი, სიმეტრია, პროპორცია) გამოყენება;
ა.ბ) ნამუშევრის შექმნისას ცივი და თბილი, კონტრასტული ფერების, ფერთა გრადაციის გამოყენება;
ა.გ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქჩრდილი, შტრიხი, ლაქა, ბლიკი) საშუალებით საგანთა მოცულობის გამოსახვა;
ა.დ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) და ეფექტების გამოყენებით ასოციაციების, ემოციების გადმოცემა;
ა.ე) სხვადასხვა ტექნიკის (ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, კოლაჟი, აპლიკაცია, ტრადიციული ხელსაქმის რომელიმე სახეობა) გამოყენება;
ა.ვ) კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინის შესაქმნელად, პრეზენტაციის ჩასატარებლად;
ა.ზ) სასკოლო რესურსის შექმნა (თეატრალური რეკვიზიტები სასკოლო სპექტაკლებისათვის, სასკოლო სტენდები, წიგნების აკინძვა, რუკები და სხვ.) და ადეკვატური გამოყენება;
ა.თ) ექსპერიმენტის ჩატარება ნამუშევრის შექმნისას (ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით).
ბ) მიმართულება – ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
ბ.ა) ხელოვნების ნიმუშის, ავტორის, ეპოქის ამოცნობა;
ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების (მაგ.: ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, რენესანსი და სხვ.) გარჩევა (შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებზე (კომპოზიციური განაწილება, კოლორიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა), თემატიკაზე; ნამუშევრის შინაარსის დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან (მაგ.: დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“);
ბ.გ) სხვადასხვა მხატვრული სტილის (რეალისტური და პირობითი ხელოვნების ნიმუშები (მაგ.,ტიციანი, მიქელანჯელო – ბიზანტიური ფრესკები, მოზაიკა), სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები (ფორმა – მოცულობითი/ბრტყელი, გარემო – რეალური/ირეალური, პროპორციები, მასშტაბი – რეალური/უტრირებული, დარღვეული და სხვ.) გარჩევა;
ბ.დ) სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების ამოცნობა-დახასიათება;
ბ.ე) მსჯელობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებზე;
ბ.ვ) მსჯელობა-ანალიზი ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ.
გ) მიმართულება – კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:
გ.ა) ხელოვნების ნიმუშის ანალიზი და შეფასება. ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუშევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპოზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულების მანერა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.);
გ.ბ) სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენება;
გ.გ) სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება. აქცია, საკლასო და სასკოლო გამოფენა, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ქალაქგარეთ, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით და სხვ
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
თავი X — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
- მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში
- მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში
- მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში
- მუხლი 29. სწავლების მეთოდები
- მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-25/