დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეუძლია:
ა) მოვლენის არსის განსაზღვრა;
ბ) მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;
გ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა;
დ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება;
ე) მონაცემთა კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით;
ვ) მონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა;
ზ) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;
თ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება;
ი) პრაქტიკულ სამუშაოებთან (ცოცხალ ორგანიზმებთან, ქიმიურ რეაქტივებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და მათი პრევენცია;
კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში;
ლ) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვილი (არსებული) ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
მ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების ჭრილში განხილვა;
ნ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;
ო) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან;
პ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი);
ჟ) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
თავი VII — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების თეორიების, სწავლის ძირითადი თეორიებისა და სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის დამტკიცება
- მუხლი 14. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 15. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების უნარ-ჩვევები
- მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
- მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
- მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში
- მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები
- მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-19/