1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება ზეპირ მეტყველებაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) სხვათა მეტყველების, მოსაზრების (დამოკიდებულების) მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;
ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა.შ.);
გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სამეტყველო სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალიწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;
დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;
ე) ვერბალური (მაგ.: ყურადღების მისაპყრობად რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები) და არავერბალური (მაგ.: მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) საშუალებების ეფექტური გამოყენება;
ვ) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).
2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება კითხვაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) სხვადასხვა ტიპის (მხატვრული და არამხატვრული), სტილისა და ჟანრის ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, თემატური, იდეური, ფუნქციური და კომპოზიციური თვალსაზრისით;
ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;
გ) კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება წერაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით;
ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნის და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა და რედაქტირება-კორექტირება)
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 14. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
თავი V — დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. შეფასების მეთოდები
- მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები
- მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
- მუხლი 11. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა
- მუხლი 13. მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების თეორიების, სწავლის ძირითადი თეორიებისა და სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის დამტკიცება
- მუხლი 15. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების უნარ-ჩვევები
- მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში
- მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში
- მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-14/