მასწავლებელმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სამუშაო გამოცდილება და იზრუნოს მის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;
ბ) მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კვლევა, პედაგოგიური საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
გ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად;
დ) მასწავლებელს შეუძლია გააანალიზოს პროფესიული ლიტერატურა და გამოიყენოს ის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 11. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
თავი IV — პროფესიული გარემო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სასწავლო გარემო
- მუხლი 6. მოტივაცია და კომუნიკაცია
- მუხლი 7. სასწავლო პროცესი
- მუხლი 8. შეფასების მეთოდები
- მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები
- მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
- მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა
- მუხლი 13. მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების თეორიების, სწავლის ძირითადი თეორიებისა და სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის დამტკიცება
- მუხლი 14. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- მუხლი 15. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების უნარ-ჩვევები
- მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-11/