მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;
ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს შეფასების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და შეუძლია გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შედგენა;
გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების და პროგრამების დონეზე;
დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოს სწავლება კოლეგებთან ერთად;
ე) მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და ამ გეგმის მიხედვით სწავლება და შეფასება
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 05.04.2023
მუხლი 7. სასწავლო პროცესი
თავი III — სწავლება და შეფასება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა
- მუხლი 3. განვითარების თეორიები
- მუხლი 4. სწავლის თეორიები
- მუხლი 5. სასწავლო გარემო
- მუხლი 6. მოტივაცია და კომუნიკაცია
- მუხლი 8. შეფასების მეთოდები
- მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები
- მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა
- მუხლი 11. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
- მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №1014, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/80548/muxli-7/