1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნტის შესაბამისად, განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მასწავლებლის პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტი აერთიანებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული საგნის მასწავლებლისათვის ზოგადი განათლების საფეხურების შესაბამისად.
2. სტანდარტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. სტანდარტი ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ყველა სახის მასწავლებელზე. სტანდარტი გამოიყენება აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლის ცოდნის შეფასებისათვის