მასწავლებელმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები. ამ მიზნით:
ა) მასწავლებელმა იცის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროდუქტიული თანამშრომლობის მეთოდები საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;
ბ) მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად;
გ) მასწავლებელმა იცის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები სასწავლო რესურსების მოძიების მიზნით;
დ) მასწავლებელი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში;
ე) მასწავლებელმა იცის, როგორ შეუწყოს ხელი ახალბედა მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის დაწყებაში