1. პროფესიული განათლების მასწავლებელი პატივისცემით ეპყრობა კოლეგებს და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებს, მათ შორის, ხელმძღვანელობას.
2. პროფესიული განათლების მასწავლებელი დაწესებულებაში დასაქმებულ პირებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობაში ვალდებულია:
ა) არ ჩაერიოს კოლეგის საქმიანობაში მისი თანხმობის გარეშე;
ბ) ითანამშრომლოს კოლეგებთან, დაწესებულების სხვა წარმომადგენლებთან და გაუზიაროს მათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება;
გ) მხარი დაუჭიროს დამწყებ კოლეგებს და მათი თხოვნის შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს პროფესიულ საქმიანობაში;
დ) არ გამოიყენოს კოლეგის/დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის შესაძლებლობები საკუთარი მიზნებისთვის.
3. პროფესიული განათლების მასწავლებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს დამსაქმებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ითვალისწინებს მათ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, ხელს უწყობს მათ ჩართულობას საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განვითარების, სწავლებისა და შეფასების პროცესშ