1. დაწესებულების შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს წინამდებარე კოდექსს.

2. ამ კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და წესი განისაზღვრება დაწესებულების შინაგანაწესით.

3. დაწესებულების მიერ განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები უნდა იყოს დისციპლინური დარღვევის თანაზომიერი, ხოლო დისციპლინური წარმოების წესი უნდა იცავდეს ობიექტურობის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპებსა და უზრუნველყოფდეს საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევა