1. კოლეგებთან ურთიერთობისას თანამშრომელმა:
ა) უნდა იხელმძღვანელოს პატივისცემისა და სოლიდარობის პრინციპით;
ბ) ხელი შეუწყოს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას;
გ) თავი უნდა აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;
დ) თავი შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;
ე) ტაქტიანად უნდა გამოხატოს უკმაყოფილება კოლეგის შეცდომასა ანდა ხარვეზზე;
ვ) უნდა გაითვალისწინოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის აუცილებელი პრინციპები და ნორმები.
2. თანამშრომელმა წინასწარგანზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაშ