1. თანამშრომელი ვალდებულია ინტერნეტ და სოციალურ ქსელებში თავი აარიდოს არაკორექტულ, შეუფერებელ აქტივობებს. დაუშვებელია ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქება, სამსახურის დისკრედიტაცია, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსება.
2. თანამშრომელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ინტერნეტსივრცეში და სოციალურ ქსელებში მის მიერ განხორციელებული ქმედება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სამსახურის პოზიცია და თავისი შინაარსით არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს და სამსახურის პოლიტიკა