1. თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;

დ) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ე) თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს სამსახურის ინტერესს;

ვ) თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება პირადი გამორჩენის გამო;

ზ) თანამშრომელმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წააქეზოს ან დაავალდებულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირ