1. თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ან სხვა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია სამსახურის თანამშრომლის რეპუტაციისათვის. ამასთან, თანამშრომლის ვალია ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს სამსახურის რეპუტაციასა და სახელს.

2. სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა.

3. თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ლახავს სამსახურის იმიჯს ან/და სახელს.

4. თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარე.

5. თანამშრომელს ეკრძალება სამსახურის ფორმის ტანსაცმლით შეუფერებელ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების მოხმარების, აზარტული თამაშების, სტრიპტიზის და პროსტიტუციის ადგილები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

6. თანამშრომელს ეკრძალება ბილწსიტყვაობა ან/და შეუფერებელი ჟესტიკულაცია და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც ლახავს სამსახურის ინტერესებს ან/და სახელ