1. თანამშრომელი ვალდებულია:

ა) ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, კეთილსინდისიერად, ეფექტიანად, დროულად, სრულყოფილად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სწრაფი რეაგირება და სრულყოფილი გამოძიება – სრული მოცულობით ჩაატაროს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში;

გ) თუ თვლის, რომ ასრულებს აშკარა უკანონო დავალებას/მითითებას, განაცხადოს ამის თაობაზე.

2. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მხილებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. თანამშრომელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე და დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითები