1. თანამშრომელმა პატივი უნდა სცეს და დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. სავალდებულოა პიროვნების ღირსების პატივისცემის საყოველთაო პრინციპის დაცვა.
2. თანამშრომელმა პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა.
3. თანამშრომელი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის აღმოფხვრას, დაიცვას ყველა კანონი და რეგულაცია, რომლითაც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა პირისთვი