1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას თანამშრომელმა თავი უნდა შეიკავოს საქმისადმი პირადი დამოკიდებულებისა და პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობისა ან/და აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან. ვალდებულია დაიცვას თავაზიანობის, პატივისცემის, ზნეობის ნორმები.

2. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ მისი ან სამსახურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს აყენებს პროცესის რომელიმე მონაწილის ან/და გამოძიების ინტერესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე.

3. დაუშვებელია თანამშრომლის მიერ საჯაროდ ისეთი შეხედულების გამოთქმა, რომელიც ეწინააღმდეგება სამსახურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და პოზიციას.

4. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას პროცესის მონაწილეთა, დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებები, გამოიჩინოს სათანადო ყურადღება და ზრუნვა. ასევე, პატივი უნდა სცეს და გაითვალისწინოს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები და თავისებურებებ