1. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს გამოძიების ინტერესებს.
2. დაუშვებელია პროკურატურის თანამშრომლის მიერ მისი ან პროკურატურის სხვა თანამშრომლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე კომენტარების გაკეთება, თუ ეს ზიანს მიაყენებს პროცესის რომელიმე მონაწილეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჯარო ინტერესი მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ან ინფორმაციის გამოქვეყნება ემსახურება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიზანს.
3. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია საჯაროდ არ გამოხატოს ისეთი შეხედულება, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის მიერ გატარებულ პოლიტიკას ან/და ბრალდების მხარის პოზიციას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზ