1. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის შენახვისა და ტარებისას.
2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.
3. პროკურატურის თანამშრომელს ეკრძალება მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო იარაღის ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირისათვის გადაცემა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთო