1. თანამშრომელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის შენახვისა და ტარებისას.

2. თანამშრომელი ვალდებულია, თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.

3. თანამშრომელს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა/სპეციალური ჟეტონ