1. თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის შენახვისა და ტარებისას.
2. თანამშრომელი ვალდებულია თავი შეიკავოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობის/სპეციალური ჟეტონის საზოგადოებაში დემონსტრირებისაგან, თუკი არ არსებობს ამის საჭიროება.
3. თანამშრომელს ეკრძალება კანონით დადგენილი წესის დარღვევით სხვა პირს გადასცეს მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ან სამსახურებრივი დანიშნულების პირადობის მოწმობა/სპეციალური ჟეტონ