1. სამსახურის თანამშრომელზე გაიცემა სამსახურებრივი მოწმობა და პირადნომრიანი ჟეტონი თანამდებობის შესაბამისად.
2. იმ თანამდებობათა ჩამონათვალს, რომელთათვისაც სავალდებულოა პირადნომრიანი ჟეტონის ტარება, განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
3. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) თავისი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ის მოქმედებს სახელმწიფოს სახელით, მოქალაქეს წარუდგინოს სამსახურებრივი მოწმობა ან პირადნომრიანი ჟეტონი;
ბ) მიიღოს ყველა ზომა, გონივრულ ფარგლებში, რათა არ მოხდეს სამსახურებრივი მოწმობის ან პირადნომრიანი ჟეტონის დაკარგვა, დაზიანება, განადგურება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
გ) მოქალაქეებისათვის თვალსაჩინო ადგილას ჰქონდეს გაკეთებული პირადნომრიანი ჟეტონი.
4. სამსახურებრივი მოწმობის ან პირადნომრიანი ჟეტონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მის უშუალო უფროსს, რომელიც სამსახურებრივი მოწმობის ან ჟეტონის დაკარგვის შესახებ წერილობით აცნობებს სამსახურის უფროსს, რის შედეგადაც დაკარგვის ან დაზიანების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით აუცილებელია სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება.
5. სამსახურებრივი მოწმობის ან პირადნომრიანი ჟეტონის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, რასაც მოჰყვა მისი დაზიანება, დაკარგვა, განადგურება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, განიხილება როგორც სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევა.
6. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობები, ვალდებულია უშუალო უფროსს ჩააბაროს პირადნომრიანი ჟეტონი, აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალება სამსახურის თანამშრომლის უშუალო უფროსს