1. თანამშრომელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრული მიზნებისათვის და კანონით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი სარგებლისთვის, მათ შორის, ფინანსური და სხვა კანონიერი ვალდებულებებისთვის თავის არიდება;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზემოქმედებისთვის;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;

დ) თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას;

ე) თანამშრომლის მიერ ისეთი პირობის დადება ან ვალდებულების აღება, რომლის განხორციელებაც არ შედის მის უფლებამოსილებაში და შესაძლოა ლახავდეს სამსახურის ინტერესს;

ვ) თანამშრომლის მიერ ნებისმიერი პირისთვის უპირატესობის მინიჭება პირადი გამორჩენის გამო;

ზ) თანამშრომელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წააქეზოს ან აიძულოს სხვა პირი, მოუტანოს ნებისმიერი სახის სარგებელი მას ან მასთან დაახლოებულ პირს;

თ) თანამშრომლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დაწინაურების საფუძველი იყოს მისი ნათესაური ან სხვა ახლო კავშირი სამსახურის სხვა თანამშრომელთან;

ი) თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დროის არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენება არასაპატიო მიზეზი