1. პროკურატურის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია პროკურატურის თანამშრომლის ღირსებისათვის. ამასთან, პროკურატურის თანამშრომლის ვალია, ღირსეულად იქცეოდეს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმაც და უფრთხილდებოდეს პროკურატურის რეპუტაციასა და სახელს.

2. პროკურატურის ორგანოების შენობებში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

3. პროკურატურის თანამშრომელი არ უნდა ჩაერთოს  არაკეთილსინდისიერ, ამორალურ ან ნებისმიერ სხვა შეუფერებელ ქმედებაში, რომელიც ზიანს აყენებს პროკურატურის ინტერესებს ან/და იმიჯს.

4. პროკურატურის თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი სახის აზარტულ თამაშებში ჩართვა, თუმცა გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ამგვარი ქმედების საჭიროება დგება პროკურატურის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობებიდან გამომდინარ