1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებთან ურთიერთობისას პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კოდექსით და გენერალური პროკურორის მიერ მიღებული სხვა სამართლებრივი აქტებით, რომლებიც მიმართულია სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეთა მიმართ ეთიკური და პროფესიონალური ქცევის უზრუნველყოფისაკენ.
2. პროკურატურის თანამშრომელი ვალდებულია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე თავი შეიკავოს საქმის განმხილველ მოსამართლესთან როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოტივით ურთიერთობისაგან (საქმის სასამართლო განხილვის მიღმა), დროულად გამოცხადდეს სასამართლოს სხდომაზე, დაიცვას ჩაცმულობის ოფიციალური სტილი სასამართლოში, თავი შეიკავოს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქმედებებისაგან ან/და განცხადებების გაკეთებისაგან, პროცესის ნებისმიერი მონაწილის მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილი ან აშკარად ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვისაგან, ასევე საქმისადმი პირადი დამოკიდებულების გამოვლენისაგა