1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომელი მკაცრად უნდა იცავდეს კერძო ინტერესებისაგან დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს, თუნდაც შთაბეჭდილების შექმნა მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იგი არ უნდა მოექცეს ცალკეული პირების (მათ შორის, თანამდებობის პირთა და პოლიტიკოსთა),  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა თუ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ. პროკურატურის თანამშრომლის მუშაობა ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა აკმაყოფილებდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტებს.

2. პროკურატურის თანამშრომელი პატივს უნდა სცემდეს უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, როგორც უზენაეს სამართლებრივ ღირებულებებ